სასწავლო პროგრამები ლიეტუვაში

03/11/2022


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე წლის 9 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია (სამიინისტროში რეგისტრაციის №238618; 9.02.2022), რომელიც ეხება ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდის მიერ გამოცხადებულ ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამებს.

აღნიშნული პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამაგისტრო პროგრამები და ინტეგრირებული კვლევები განსაზღვრულია სწავლის ხანგრძლივობის 2 წლამდე ვადით. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.

დეტალური ინფორმაციის განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://studyin.lt/scholarships/full-time-masterdegree-studies/

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები 840 ევროს. ასევე, მიიღებენ გრანტს რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაციის განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/

ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 630 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაციის განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/.


 

სიახლეებში დაბრუნება