ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წელი (განმეორებითი)

03/11/2022

შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT)   (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადამ გადაიწია 2022 წლის 17 მარტამდე.

ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2022 წლის 18 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 21 მარტამდე.

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 11 აპრილი.

ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება - 2022 წლის 13 აპრილამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება- 2022 წლის 15 აპრილამდე.

შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

აკადემიური/ადმინსიტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა სამუშაო გეგმა წინასწარ უნდა შეუთანხმოს მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტს  და მობილობის ხელშეკრულება შეთანხმებული სახით წარმოადგინოს, სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაციასთან ერთად.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, 22 ივნისამდე. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე. უპირატესობა მიენიჭება ელექტრონიკის, ელექტროინჟინერიის, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ავტომატიკისა და, ასევე, შესაბამის ინტერდისციპლინარულ მიმართულებებს.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, უნდა განხორციელდეს კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრეინინგკვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში.


 

სიახლეებში დაბრუნება