პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი

03/04/2022
იწყება განაცხადების მიღება პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად, რომელიც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პოსტ-სადოქტორო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად  ორ ქართველ მკვლევარს საშუალება აქვს, მოიპოვოს დაფინანსება საფრანგეთში ერთთვიანი სამეცნიერო სტაჟირების განსახორციელებლად.

პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:
  • კვლევით სტიპენდიას 2000 ევროს ფარგლებში;
  • ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში.
განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 7 აპრილამდე.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

022 წლის 14 მარტს, მობილობის პროგრამის ონლაინპრეზენტაციაზე დასწრებისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

მასპინძელი დაწესებულების შესახებ კითხვებისთვის, ასევე, ყველა სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშეს, ქალბატონ ნასტასია დომპსს, ელ.ფოსტაზე: nastasia.dhomps@institutfrancais.ge.

შემოგვიერთდით სოციალური ქსელების Facebook-სა და Instagram-ის გვერდებზე: Campus France GéorgieInstitut français de Géorgie.

 

სიახლეებში დაბრუნება