ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

02/26/2022
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UV)  (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადაა-  04.03.2022

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება- 2022 წლის 9 მარტამდე.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე  სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვის ბოლო ვადა- 11.03.2022.

გასაუბრება სტუ-ის საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება- 2022 წლის 21 მარტამდე.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მიმღებ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ აქ. 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სტუ-ის პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში.

კოორდინატორი უნივერსიტეტი აპლიკანტებს სთავაზობს მობილობის 2  ვარიანტს:

1. აკადემიური/ადმინისტრაციული კომბინირებული მობილობა: სტუ-ის აკადემიური თანამშრომელი ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 5 სამუშაო დღის განმავლობაში ჩაატარებს მინიმუმ 4 ლექციას, შერჩეული ოფიციალური კურიკულუმის შესაბამისად და ჩართული იქნება ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგ კურსში;

2. ადმინისტრაციული მობილობა: სტუ-ის აკადემიური თანამშრომელი ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 5 სამუშაო დღის განმავლობაში ჩართული იქნება ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგკურსში, შერჩეული მიმართულებით.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტებიდან 3 თანამშრომლის მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: სატყეო, ჰუმანიტარული, ინჟინერია).


 

სიახლეებში დაბრუნება