ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა- ონლაინ კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

02/22/2022


Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით მორიგი (რიგით მესამე) ონლაინ კონსულტაცია სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 21 თებერვალს, 14:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - პარასკევს, 25 თებერვალს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუქ გვერდზე,  გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებ-გვერდზე,   ასევე, გზამკვლევს

COVID-19 კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე შეხვედრები ონლაინ რეჟიმში წარიმართება. დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინ კონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/

შეხვედრის ლინკი

Marika Zviadadze's Personal Room

https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401

შეგახსენებთ: 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).



 

სიახლეებში დაბრუნება