მონპელიეს უნივერსიტეტის Polytech Montpellier - საზაფხულო სკოლა "FLOW Summer School of Polytech Montpellier"

02/22/2022


მონპელიეს უნივერსიტეტის Polytech Montpellier საინჟინრო სკოლა (მონპელიე, საფრანგეთი) ინჟინერიის მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს საზაფხულო სკოლას - FLOW Summer School of Polytech Montpellier.

ოთხკვირიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა დაგეგმილია 2022 წლის 23 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით. სტუდენტები საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებენ 10 კრედიტს. 

სამუშაო ენაა ინგლისური. მიმართულებები - მდგრადი ენერგია და მასალათმცოდნეობა, მონაცემთა ბაზის დამუშავება, კვების ტექნოლოგია. 

საზაფხულო სკოლა ფასიანია.

დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ 2022 წლის 6 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია:


 

სიახლეებში დაბრუნება