საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

02/17/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვას დამოუკიდებლობის დღეს, სახელმწიფო ორდენი - „დამსახურება ლიეტუვასთვის“ - რაინდის ჯვარი გადასცა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიწვევით, ვილნიუსში იმყოფება.

დაჯილდოების ცერემონია ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.






 

სიახლეებში დაბრუნება