02/17/2022
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, ამა წლის 20 – 21 მაისს ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 და იმს ფაკულტეტის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი II სტუდენტური სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტრანსფორმაცია - გამოწვევები და პროგრესი“
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს და დოქტორანტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ 10 მარტამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
კონფერენციის თემატიკებია:
- მათემატიკა;
- ფიზიკა;
- ციფრული ტრანსფორმაცია პოსტ Covid გარემოში;
- ნივთების ინტერნეტი, ჩაშენებული სისტემები და დიდი მონაცემები;
- გამოყენებითი კომპიუტერული მეცნიერება, პროგრამული ინჟინერინგი;
- ქსელები და საინფორმაციო უსაფრთხოება;
- მართვის სისტემები და ავტომატიზაცია;
- ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
- ხელოვნური ინტელექტი;
- საინფორმაციო სისტემები, ბიზნესპროცესების მართვა;
- ვებ, მულტიმედია და მობილური ტექნოლოგიები;
- განახლებადი ენერგიის სისტემები/ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიები;
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე:
conference@gtu.ge
სიახლეებში დაბრუნება