2021-2022 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი

02/11/2022
სსიპ   –   საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი

1. პირველკურსელთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია:

  1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა – 4-20 სექტემბერი;
  2. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა – 29 სექტემბერი - 5 ოქტომბერი;
  3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა  – 11-16 ოქტომბერი;
  4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – 4-20 სექტემბერი.

2. შემოდგომის სემესტრი:

  1. სასწავლო მეცადინეობები – 2021 წლის 11 ოქტომბრიდან  2022  წლის 05 თებერვლის ჩათვლით.
  2. სასწავლო კომპონენტში შუასემესტრული გამოცდა (არსებობის შემთხვევაში) – 2021 წლის 06 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით.
  3. დოკუმენტური მასალის ჩაბარება ­– 2022 წლის 07 თებერვლიდან შესაბამის დასკვნით გამოცდამდე.
  4. დასკვნითი გამოცდები – 2022 წლის 14 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით.
  5. დამატებითი გამოცდები – 2022 წლის 28 თებერვლიდან 05 მარტის ჩათვლით.
  6. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სამაგისტრო ნაშრომებისა და დისერტაციების დაცვა, აგრეთვე პროსპექტუსების/კოლოქვიუმების (არსებობისას) განხილვა – 2022 წლის 14 თებერვლიდან 05 მარტის ჩათვლით.
  7. არდადეგები – 2022 წლის 1-9 იანვარი,   6-13 მარტი.

3. მეორე (გაზაფხულის) სემესტრი

  1. სასწავლო მეცადინეობები – 2022 წლის 14 მარტიდან  02 ივლისის ჩათვლით.
  2. სასწავლო კომპონენტში შუასემესტრული გამოცდა (არსებობის შემთხვევაში) – 2022 წლის 16 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით.
  3. დოკუმენტური მასალის ჩაბარება – 2022 წლის 04 ივლისიდან შესაბამის დასკვნით გამოცდამდე.
  4. დასკვნითი გამოცდები – 2022 წლის 11 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით.
  5. დამატებითი გამოცდები – 2022 წლის 25 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
  6. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სამაგისტრო ნაშრომებისა და დისერტაციების დაცვა, აგრეთვე პროსპექტუსების/კოლოქვიუმების (არსებობისას) განხილვა – 2022 წლის 11 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით;
  7. არდადეგები – 2022 წლის 31 ივლისიდან.




 

სიახლეებში დაბრუნება