საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტმა ეროვნული ენერგეტიკის პოლიტიკის სამუშაო შეხვედრაში -„ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების მიმართულებით კვლევების და ინოვაციების ხელშეწყობა“ - მიიღო მონაწილეობა

02/09/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აკრედიტირებული უნივერსიტეტებისა  და  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, განხილულ იქნა დოკუმენტი საქართველოში ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ.

„დოკუმენტი წარმოადგენს ათწლიან ვადაზე გათვლილ სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის ხედვას. ის ეყრდნობა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფორმატში მომზადებულ ენერგეტიკის და კლიმატის ინტეგრირებულ გეგმას (NECP). ჩვენ, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, აქტიური მონაწილეობა მივიღეთ დისკუსიაში და მკაფიოდ დავაფიქსირეთ მოსაზრება ენერგეტიკის სექტორში ტექნოლოგიებისა და კვლევების მნიშვნელობაზე,რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ენერგეტიკის დარგის კერძოდ, ენერგოეფექტურობის, სუფთა ტექნოლოგიების და განახლებადი ენერგიების განვითარებას, - აცხადებს სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი ელენე შატაკიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრასშეხვედრას ესწრებოდა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი და თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნათია არაბიძე.



 

სიახლეებში დაბრუნება