აბდულა გიულის უნივერსიტეტი - ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეული 2022

02/02/2022

2022 წლის 23-27 მაისს აბდულა გიულის უნივერსიტეტში (Abdullah Gul University - AGU) (კაისერი, თურქეთი) ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეული 2022 გაიმართება.

კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობა ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:

• ინტერნაციონალიზაცია

• ინტერნაციონალიზაციის გამოწვევები

• საერთაშორისო მობილობა COVID-19 პანდემიის შემდგომ

• სტუდენტებისა და თანამშრომლების მობილობა

• საერთაშორისო პარტნიორობა

• ნეტვორქინგი

• საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება

ღონისძიების დეტალური პროგრამა შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ 2022 წლის მაისში.

მონაწილეობის მსურველმა პირებმა  2022 წლის 15 მარტამდე უნდა გაირონ ონლაინ რეგისტრაცია





 

სიახლეებში დაბრუნება