2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო

02/01/2022
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის სამივე საფეხურის სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაციის ელექტრონული პორტალი
https://students.emis.ge/

იხილეთ საბაკალავრო პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს
http://smartarea.ge/programmes/

რეგისტრაციის ვადა: 28 იანვრის 12:00 სთ-დან - 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე.


·      სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც 2022 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით სსიპ - მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გაივლის რეგისტრაციას  და მოიპოვებეს სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, ხელმოწერილი/დადასტურებული განცხადება მობილობის შესახებ ( დანართი 1), მობილობისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან ( დანართი 2) ერთად, უნდა  გამოაგზავნოს სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: study@gtu.ge

·      საბაკალავრო საგანამანთლებლო პროგრამაზე

2022 წლის 10 თებერვლიდან 14 თებერვლის 17 საათის ჩათვლით 

·      სამაგისტრო/სადოქტორო საგანამანთლებლო პროგრამაზე

2022 წლის 11 თებერვლიდან 13 თებერვლის 17 საათის ჩათვლით;

·        სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ პირთა ჩარიცხვა მოხდება სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის დაშვების წინაპირობის შესაბამისად (დანართი 3 და დანართი 4).

·        სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა ჩარიცხვის მიზნით პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, 2022 წლის 14 თებერვალს  ჩატარდება გამოცდა/გასაუბრება სასპეციალიზაციო  საგანში და  უცხო ენაში. (სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში კოსტავას ქ. N68)

·      სასპეციალიზაციო და უცხო ენაში ჩასატარებელი გამოცდების/გასაუბრების განრიგი-  თარიღის, დროისა და ჩასატარებელი ადგილის მითითებით განთავსედება სტუ-ის ვებგ-ვერდზე: https://gtu.ge

·      სასპეციალიზაციო საგნებში საგამოცდო  საკითხების/ტესტების ნიმუშები იხილეთ სტუ-ის ვებ-გვერდზე: https://gtu.ge/Learning/Magistracy.php

·        სასპეციალიზაციო საგანებსა და უცხო ენაში ჩატარებული გამოცდების შედეგების აპელაცია ჩატარდება 2022 წლის 15 თებერვალს.

·      ჩათვლილი კრედიტებისა და  ამის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, გაუგზავნის მობილობის მსურველ პირს განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, არაუგვიანეს 2022წლის 16 თებერვლის 12 საათისა. ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ინფორმაციის შესახებ დამატებით აცნობებს სმს–ით განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

·      მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს, დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის საშუალებით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

·           ბრძანება სტუ–ში  მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა.

·           მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ (2022 წლის 1მარტიდან).

·           სტუდენტმა ხელშეკრულების გაფორმებისათვის, ასევე უნდა წარმოადგინოს პირადი საქმე და ერთი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (1125 ლარი).

·           დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მობილობის მსურველს შეუძლია მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის საკონტაქტო პირს: ( იხ. დანართი 5)


 

სიახლეებში დაბრუნება