სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023

01/26/2022

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023


საფრანგეთის მთავრობა, კამპუს ფრანსი და განათლების საერთაშორისო ცენტრი ქართველ სტუდენტებს სთავაზობენ სტიპენდიებს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. შესაძლებელია სრული დაფინანსების მოპოვება ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე. 

"სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023" მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 
  • განათლება
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
  • სამართალი
  • მენეჯმენტი
  • საჯარო მმართველობა
დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან სწავლობდეს დამამთავრებელ კურსზე, უნდა იყოს არა უმეტეს 30 წლისა და ფლობდეს ფრანგულ ან ინგლისურ ენას (მინუმუმ B2 დონე). ფრანგული ენის ცოდნა მიიჩნევა პრიორიტეტულად.  

განცხადება მიიღება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქალბატონ ნათია მსხალაძეს, ელ.ფოსტაზე: natia.mskhaladze@institutfrancais.ge


 

სიახლეებში დაბრუნება