„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების შეხვედრა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან

შეხვედრა გაიმართa 22 დეკემბერს 19:00 საათზე ზუმის პლათფორმაზე. კომპანიის წარმომადგენლებმა   ელისო დოლაკიძემ  და ირაკლი დეკანოიძემ  ენერგეტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს  დაწვრილებით გააცნეს კომპანიის საქმიანობა და შესთავაზეს  დასაქმება ტექნიკური მიმართულებით. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს,   მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა გავაგრძელოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და გაგაცნოთ კომპანია ,,თბილისი ენერჯი"-ს შეთავაზება.  კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა იყოს საინტერესო და სასურველი დასაქმების ადგილი ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ განთავსებულია https://te.ge/ka/vacancy.html დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე.

 

სიახლეებში დაბრუნება