სს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) სასწავლო ცენტრის განცხადება.

06/15/2021

სს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს მსმენელთა მისაღებად ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე) და დამამთავრებელი (მე-4) კურსის სტუდენტებს.

სწავლება 2 სემესტრიანია და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გაივლიან გასაუბრებას სსე-ს ხელმძღვანელობასთან მათი ცოდნის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, რის საფუძველზეც მოხდება მსმენელთა დასაქმება სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში.

სწავლის მსურველებმა ამ წლის 2021 წლის 15 ივნისიდან 10 სექტემბრამდე

          * შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან CV;

* პირადობის მოწმობის ასლი;

უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: nino.gvaramadze@gse.com.ge

 

მისაღები კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: წერითი გამოცდა და გასაუბრება. მისაღები გამოცდის ბილეთი მოიცავს 3 საკითხს გამოცდის საკითხების ნუსხიდან.

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 10-დან 28 სექტემბრამდე. ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი კონკურსანტებს ეცნობება პირადად.

მისაღებ კონკურსში გამარჯვებულთათვის სწავლა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ.გვერდს:

http://www.gse.com.ge/kariera/studentebistvis/stajireba


სააპლიკაციო ფორმა

ახალგაზრდა ინჟინერთა სწალება-გადამზადების ცენტრში მისაღები (წერითი) გამოცდის საკითხები

ბილეთის ნიმუში


 

სიახლეებში დაბრუნება