ჯილდო ამერიკიდან

06/09/2021

სასიხარულო შეტყობინება მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის (AEE USA) ოფისიდან - ჩვენი ფაკულტეტის პროფესორის, ნოდარ ქევხიშვილის, პროექტი „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში სათბობის წვის ინოვაციური დანადგარი ნულოვანი ემისიით“ აღიარებულ იქნა 2021 წლის საუკეთესო ენერგეტიკულ პროექტად ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე და დაიმსახურა AEE-ს ჯილდო.

ბატონ ნოდარს ჯილდო გადაეცემა 2021 წლის 19 ოქტომბერს, ახალ ორლეანში (ლუიზიანას შტატი) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის მსოფლიო კონგრესზე, სადაც ის პერსონალურად არის მიწვეული.

 

ვულოცავთ ბატონ ნოდარს დიდ წარმატებას.


 

სიახლეებში დაბრუნება