ფოკუს ჯგუფის შეხვედრა

06/04/2021

2021 წლის 3 ივნისს გაიმართა ფოკუს ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის საჭიროებებთან დაკავშირებული გამოწვევები.

 

განისაზღვრა კვლევის ამოცანებია ენერგეტიკის სექტორში არსებული და მომდევნო 5 წლის პერიოდში:

  • სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შესწავლა; 
  • უნარებზე მოთხოვნის შესწავლა; 
  • დასაქმების შესაძლო ცვლილების გამოვლენა; 
  • სამუშაო ძალის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საწარმოებში საპენსიო ასაკის მქონე ადამიანების გადინებას და სხვა საჭიროებით არსებული სამუშაო ძალის ახლით ჩანაცვლების შესაძლებლობებს.

დარგში წარმოდგენილ კომპანიებთან, ფოკუს ჯგუფის შეხვედრა ასევე მიზნად ისახავს რაოდენობრივი კვლევისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, რაც უკავშირდება: საწარმოში გამოყენებულ ტექნოლოგიებს; პროფესიულ ჯგუფებზე მოთხოვნას და უნარების საჭიროებებს.

ფოკუს ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობდა ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორები.

 


 

სიახლეებში დაბრუნება