წყალბადის ენერეგტიკა

12/10/2020

2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ნოდარ ქევხიშვილი და გია არაბიძე, შეხვდნენ ქართულ-ფრანგული (UFG) უნივერსიტეტის პროფესორ, დავიდ ტეპტს. საკითხი ეხებოდა „მწვანე“ წყალბადის წარმოებას. როგორც პროფ. დ. ტეპტმა აღნიშნა, ფრანგული მხარე მზადაა დახმარება გაუწიოს საქართველოს, ჰიდრო ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ენერგიის ხარჯზე, „მწვანე“ წყალბადის მიღების საკითხებში. შეთანხმდნენ, რომ ფრანგული მხარე განიხილავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებულ „მწვანე“ წყალბადის წარმოების პროექტს, მზისა და ბიომასის ენერგიის ხარჯზე.


 

სიახლეებში დაბრუნება