ტექნიკური მენეჯერის ვაკანსია

12/03/2020

შპს „E-Space” აცხადებს ვაკანსიას  „ტექნიკური მენეჯერის“  თანამდებობაზე.

კომპანია „E-Space” პირველი ქართული კომპანია, რომელმაც დაიწყო ელექტრომობილების დამტენების ქსელის განვითარება ქვეყნის მასშტაბით და ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების #16

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00


მოცემული ვაკანტური პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

1.      ელექტრომობილების დამტენების ქსელის მონიტორინგი

2.      მწყობრიდან გამოსული ან/და დაზიანებული დამტენების ადგილზე დიაგნოსტიკა/შეკეთება

3.      დამტენების დამონტაჟების პროცესის ორგანიზება და კონტროლი

4.      გაყიდული პროდუქციის მიწოდების ორგანიზება და კონტროლი

5.      ელექტრო ძრავზე მომუშავე სკუტერების ტესტ-დრაივის ჩატარება

6.      საოფისე მასალების მარაგების მართვა

7.      სამუშაო სფეროში სიახლეების მოძიება

 

ძირითადი მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

·        ანალიტიკური აზროვნება;

·        საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

·        აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (ჩატარდება ტესტირება);

 

 

ძირითადი უნარ-ჩვევები:

·        მოლაპარაკების წარმოების უნარი;

·        შედეგზე ორიენტირებული;

·        ორგანიზებული და მოწესრიგებული;

·        მიზანდასახული;

·        პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებული;

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@e-space.ge 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - „საოპერაციო მენეჯერის“ 

შპს „E-Space” -ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შ.პ.ს „E-Space“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში."


 

სიახლეებში დაბრუნება