„იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“

12/15/2019

2019 წლის 16 დეკემბერს, VIII კორპუსის საკონფერენციო დარბაზში შედგება შეხვედრა საქართველოს კომუნიკაციების ერონული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოებოს, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.

            საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხამარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

            საზოგადოიბრივი დამცველის სამსახურს დაგეგმილი აქვს 2020 წელს აქტიური შეხვედრები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასწავლებლების სტუდენტენთან და თანამშრომლებთან.

            მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.





 

სიახლეებში დაბრუნება