ტრენინგი ენერგოეფექტური შენობების შესახებ.

11/26/2019

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის ეკონომიკური კომისიის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საერთაშორისო პასიური სახლის ასოციაციის (iPHA) და პასიური სახლის ინსტიტუტის პარტნიორობითა და სომხეთის ურბანული განვითარების კომიტეტის მხარდაჭერით, ქალაქ ერევანში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ენერგოეფექტური შენობების შესახებ.
ღონისძიება განკუთვნილი იყო არქიტექტორების, ინჟინრების, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების სპეციალისტებისათვის.

აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოდან ჩართულები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.






 

სიახლეებში დაბრუნება