2019 სამიტი

11/26/2019

2019 წლის 25-26 ნოემბერს ქ.თბილისში საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ეგიდით გაიმართა სამიტი ცვალებადი   განახლებადი ენერგიის შესახებ. სამიტში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორმა ფირმებმა: GEDF, NORDEX, VESTAS, AE SOLAR, FIRST SOLAR, DEC და სხვ. განხილული და შეფასებული იქნა საქართველოში ცვალებადი განახლებადი ენერგიის ბაზრის პოტენციალი, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები მზისა და ქარის ენერგიაში (მოქმედი ქართლის ქარის ელექტროსადგური, უახლოეს მომავალში ასაშენებელი 50 მგვტ სიმძლავრის ნიგოზას, 100 მგვტ სიმძლავრის იმერეთი-1, 12 მგვტ სიმძლავრის რუისისა და 50 მგვტ სიმძლავრის ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურები, აგრეთვე, მზის ენერგიის 30 მგვტ სიმძლავრის სადგური).

სამიტში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის პროფესორებმა.





 

სიახლეებში დაბრუნება