სამუშაო შეხვედრა

06/26/2019

2019 წლის 26 ივნისს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნკაციის ფაკულტეტზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა გაზის კომპანიებში დასაქმებული პერსონალის  მომზადება /გადამზადება/ სერტიფიცირებას.  შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ქალბატონი ნ.თურნავა და სტუ-ს რექტორი აკადემიკოსი ა.ფრანგიშვილი.

პრეზენტაცია თემაზე „ენერგეტიკის დარგში დასაქმებული პერსონალის  მომზადება /გადამზადება/სერტიფიცირება. საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის შეთავაზებები“ გააკეთა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ.გ.არაბიძემ.

შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშულება გაცნობოდნენ სტუ-ში შექმნილ ბოლო თაობის გაზის დეტექტორებს  (პროფ.ჯ.ბერიძე, პროფ.ა.იაშვილი).

შეხედრაში მონაწილეობდნენ „ყაზგაზტრანსის“, შპს „ვარკეთილ გაზის“, ს.ს. „საჩხერეგაზის“, შპს „ინტერ.გაზის“ წარმომადგენლები.

ფაკულტეტი ენერგოკომპანიებს თავაზობს: ენერეგოაუდიტს და ენერეგტიკული დანადგარების  დიაგნოსტიკას; ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის და განაწილების ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას; დარგში დასაქმებული პერსონალის  მომზადება /გადამზადება/ სერტიფიცირებას; ელექტრომოწყობილობების, ელექტრომაგნიტური თავსებადობის, ენერგეტიკული ზეთების დიაგნოსტიკისათვის, სერტიფიცირებულ საგამოცდო ლაბორატორიის  „ენერეგოდიაგნოსტიკა“ მომსახურებას.









 

სიახლეებში დაბრუნება