შეხვედრა ენერჯი ჯორჯიასთან

06/25/2019

2019 წლის 25 ივნის გაიმართა შეხვედრა ფაკულტეტის სტუდენტებსა და შპს „ენერჯი ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შორის.

შპს „ენერჯი ჯორჯია“-ში, 2015 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია, რამაც ხელი შეუწყო საწარმოს მნიშვნელოვან გაფართოებას. მოხდა საწარმოს გადაიარაღება, კაბელების დამზადების ყველა ხაზი აღჭურვილია გერმანული წარმოების ავტომატიზაციის სისტემით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი და ჩამოყალბდა მობილური სადისტრიბუციო ქსელი.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის   დასაქმების პროექტის გაცნობა, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა; ტესტირება; გასაუბრება; სტაჟირება - ტრეინინგი; დასაქმება.






 

სიახლეებში დაბრუნება