სამეცნიერო კომფერენცია

03/18/2019

2019 წლის 14 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტთა რიგით მეორე ღია
სამეცნიერო კონფერენცია - ,,ენერგეტიკა და გარემო“. კონფერენციის ორგანიზატორები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, სს „თელასი“, სს
„საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანიის
Gross-energy, კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“.
სტუდენტთა კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილემ - ნათია თურნავამ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის
მოადგილემ მეცნიერების დარგში - პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა და სტუ-ის
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა - პროფესორმა გია არაბიძემ
გახსნეს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია
თურნავამ აღნიშნა, „ენერგეტიკაში ჩნდება სრულიად ახალი სფეროები, ერთ-ერთი მათგანი
ენერგოეფექტურობაა. თუ ადრე, ენერგიის მზარდ მოხმარებას ვუპირისპირებდით მეტი
სადგურის აშენებას, ახლა ჩვენი მოთხოვნა ენერგიის ეფექტურად მოხმარება ხდება. ეს
ნიშნავს იმას, რომ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდება ენერგოაუდიტის
სამსახური. ასევე, ჩნდება მეორე დიდი პროფესია - ენერგეტიკული სერვისების
მიმწოდებელი. როდესაც ბიზნესი აღმოაჩენს, რომ ნამდვილად ზედმეტ ენერგიას მოიხმარს,
ენერგეტიკული სერვისების მიმწოდებელი ურჩევს მას, როგორ გადააწყოს საქმიანობა ისე,
რომ უფრო ნაკლები ენერგია მოიხმაროს“.
მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის
მოადგილის ზურაბ გასიტაშვილის თქმით, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების
ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და აღჭურვილია თანამედროვე
ტექნოლოგიებით. „ენერგეტიკის დარგი ყოველდღიურად განვითარების ახალ საფეხურზე
გადადის. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რეგულარულად გადიან სტაჟირებას
სხვადასხვა ენერგოკომპანიაში. ბოლო დროს, 40 სტუდენტი იქნა მივლინებული გარდაბნის
თბოელქტროსადგურში. მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის დარგის განვითარებაში
უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუდენტების ჩართულობა,
სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე 18 მოხსენება იქნა მოსმენილი.
სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით: პირველი ადგილი მიენიჭა ბაკალავრიატის მესამე
კურსის სტუდენტ თენგიზ აკობიას, რომელსაც კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოსგან“
„Blauenstein Georgia” გადაეცა 500 ლარი ფულადი პრემია და ანაზღაურებადი სტაჟირებით
მიწვეული იქნა კომპანიაში; მეორე და მესამე ადგილები დაკავა ბაკალავრიატის მე-3
კურსის სტუდენტებმა ფიქრია ელიზარაშვილმა და ბექა შონიამ, რომელებიც სს
„საქრუსენერგო“-ს წარმომადგენელმა 500 ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა;
„ენერგოეფექტურობის ცენტრის რჩეული“ გახდნენ ბაკალვრიატის მეორე კურსის
სტუდენტები ბექა ილურიძე და გიორგი ღაჭავა, რომლებიც 200-200 ლარით დაჯილდოვდენ;
დოქტორანტების კონკურსში გაიმარჯვა, მეორე კურსის დოქტორანტმა თამარ კანაშვილმა,
რომელიც სს “საქრუსენერგომ“ 500 ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა, ასევე სს
„საქრუსენერგოს“ მიერ 500 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვებული იქნა პირველი კურსის
მაგისტრანტი ანი ჯანუყაშვილი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 125
ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა კონფერენციის მონაწილე 12 სტუდენტი. მონაწილებს
გადაეცათ სერთიფიკატები.









 

სიახლეებში დაბრუნება