კონკურსი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად

03/02/2019

განცხადება

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევნების ჩატარების შესახებ.

“უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 1 მარტის (ოქმი #1) დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობის   დასაკავებლად.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში.

განცხადებას უნდა დაერთოს:

1.      პირადობის მოწმობის ასლი;

2.      ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;

3.      სამოქმედო გეგმა;

4.      ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე.

 

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს უნდა ჰქონდეს:

·      ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში;

·      სახელმწიფო ენის ცოდნა;

·      უცხოური ენის ცოდნა;

·      განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;

·      კომპიუტერული პროგრამების - MS Office-ის ცოდნა;

·      სამართლებრივი აქტების ცოდნა:

-        საქართველოსკანონი „უმაღლესი განათლებისშესახებ“;

-        საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

-        საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“

·        საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების ცოდნა:

- საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;

- საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;

- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;

- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;

- ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ.

 

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც არის აკრედიტაციის ან ავტორიზაციის საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოქმედი ექსპერტი ან პროგრამის ხელმძღვანელი

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 11 მარტიდან და დასრულდება 18 მარტს. განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში.

რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითება უარის თქმის საფუძველი და კანდიდატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის (ხარვეზების) შესახებ. კანდიდატი უფლება მოსილია, ხარვეზი გამოასწოროს 3 დღის განმავლობაში

კანდიდატი უფლებამოსილია, რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს ფაკულეტეტის საარჩევნო კომისიაში 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 2 დღის განმავლობაში

2019 წლის 22 მარტს (12.00 სთ) მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში.  არჩევნები ჩატარდბა 2019 წლის 25 მარტს.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით. 

65 წლისა და მეტი ასაკის პირის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით განცხადების წარდგენის ვადა - 2019 წლის 4-5 მარტი, 10 საათიდან 17 საათამდე, სტუ-ს კანცელარია.

არჩევნები ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სსპი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას ყოველდღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე, საკონტაქტო პირი ნატა ძაგანია, ტელ. 599028899

 

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბჭო


 

სიახლეებში დაბრუნება