ფორუმი

12/12/2018

2018 წლის 10 დეკემბერს თბილისში გაიმართა საქართველოს საქსელო პროვაიდერების № 1 ფორუმი Geo NOG 1,0- თბილისი, 2018, ხოლო 11 დეკემბერს ინტერნეტ მმართველობის №4 ფორუმი Geo IGF 2018. სახელმწიფოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქსელო სატელეკომუნიკაციო პროვაიდერების, RIPENCC და სხვადასხვა დაინტერესებული პირების მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებებს უამრავ ადგილობრივ, უცხოელ სტუმართან და სპიკერთან ერთად დამსწრის , მოდერატორის ან მოხალისის სტატუსით ესწრებოდნენ სტუს-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის დარგის , აგრეთვე ინტერნეტ მმართველობის   განვითარების მიმართულებით,   ორივე ფორუმის დღის წესრიგი იყო საკმაოდ დატვირთული და ძალიან საინტერესო. სესიებად წარმოდგენილი იყო ისეთი თემატიკები, როგორიცაა: ,,რა არის IoT ე.წ. ნივთების ინტერნეტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი საქსელო ოპერატორებისათვის’’, ,,საქსელო ინფრასტრუქტურა და ოპერატორების გამოწვევები’’ ,,ინტერნეტთან წვდომა და ფართოზოლოვანი ,,დაშორება’’ -სახელმწიფო და კერძო სექტორის ძირითადი სიახლეები და სათემო ქსელის პერსპექტივები’’, ,,ინტერნეტ ბაზარი, კონკურენცია და სხვა ბარიერები’, ,,მომხმარებლების ინტერნეტ მზადყოფნა’ და ა.შ.

სპიკერებს შორის იყვნენ:

ეკა ყუბუსიძე - კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ; უჩა სეთური - საქართველოს სატელეკომუნიკციო ოპერატორების ასოციაცია, თავმჯდომარე; ფრედერიკ დონკი - ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპის ოფისის დირექტორი; დევიდ რაითი - დიდი ბრიტანეთის უსაფრთხო ინტერნეტის ცენტრის დირექტორი; დავით გოგიჩაიშვილი , მარიამ სულაბერიძე, მიხეილო ჯღამაძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნლი კომისია; მარია ანდრეევა -ევროპის საბჭოს ექსპერტი; ვაჰან ჰოვსეპიანი , კრისტიან ტოუშელ - RIPE NCC; და სხვები.....





 

სიახლეებში დაბრუნება