საერთაშორისო კონფერენცია

12/14/2018

„საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ (Gncold)-ის ორგანიზებით 2018 წლის 14 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ ექსო ჯორჯიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება -განახლებადი ენერგიის განვითარება 2018“. კონფერენცია ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში განხილული იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების საკითხები. ბოლო დროს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე  გახშირებულმა ავარიებმა (შუახევიჰესის  გვირაბი,  ბახვიჰესი, ლარსიჰესი  და სხვა)  კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჰიდროელექტროსადგურებზე,  ინფრასტრუქტურულ, წყალსამეურნეო და სამელიორაციო  ობიექტებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების  უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.  აშკარაა, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება. 

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა სქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისებაში (ჰიდრო, ქარი, მზე) არსებული სიტუაციებისა და პრობლემების განხილვას.

კონფერენციაში  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ქართველმა ცნობილმა სპეციალისტები, ფალუტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. მოხსენება „ ენერგიის განახლებადი წყაროები, მიღწევები და გამოწვევები“ გააკეთა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ.გ.არაბიძემ.





 

სიახლეებში დაბრუნება