ქართული | ENGLISH
კონტაქტი | საიტის რუკა | ძებნა
პირველად საქართველოში!
2018 წლის 12-14 ოქტომბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა IoT (Internet of Things - ნივთების ინტერნეტი) ტექნოლოგიური მარათონი, რომლის ორგანიზატორებია – Internet Society-ს საქართველოს წარმომადგენლობა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
კონკურსანტები 48 საათის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სასარგებლო და ინოვაციურ IoT პროდუქტების აპარატურულ – პროგრამული და საქსელო პროტოტიპების შექმნაში. მონაწილეებს დაურიგდათ Arduino კონტროლერები, სენსორების კომპლექტები და მიეცათ IoT LoraWan უკაბელო მიერთების საშუალება ინტერნეტის ქსელთან, მიღებული შედეგების შემდგომი დამუშავების მიზნით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სწავლების პირველი წლის სტუდენტ – დოქტორანტების გუნდმა: სერგო კვერნაძემ; ალექსანდრე ზანგალაძემ; დავით ჯიჯურიძემ (ხელმძღვანელები: პროფესორი ჯ.ბერიძე და ასოცირებული პროფესორი შ. კვირკველია) დაიკავა პირველი ადგილი.
კონკრეტულად, მათ ტექნოლოგიური მარათონის პროცესში შეძლეს ელექტროენერგიის ხარჯვის მონაცემების აღება სენსორის მეშვეობით, Arduino კონტროლერით დამუშავება და LoraWan გადამცემ – მიმღები მოდულით გადაცემა საბაზო სადგურში, რომელიც დაკავშირებული იყო მონაცემების შემკრებ სერვერთან.