ცენტრის ისტორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი

 

ბიოტექნოლოგიის ცენტრი დაარსდა 1983 წლის 18 აგვისტოს სსრკ მინისტრთა საბჭოს # 1551 განკარგულებით და იწოდებოდა, როგორც სსრკ ხილბოსტნეულის მეურნეობის სამინისტროს ხილბოსტნეულის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი და საპროექტო – საკონსტრუქტორო ინსტიტუტი. სსრკ სახაგრომრეწვის 1986 წლის 27 მაისის #238 ბრძანებულებით ინსტიტუტი გარდაიქმნა სსრკ სახაგრომრეწვის ხილბოსტეულის პროდუქციის შენახვის სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო – საკონსტრუქტორო სრულიად საკავშირო ინსტიტუტად. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1992 წლის 24 მარტის #4 ბრძანებულებით სსრკ სახაგრომრეწვის ხილბოსტნეულის პროდუქციის შენახვის სამეცნიერო – კვლევითი და საპროექტო – საკონსტრუქტორო სრულიად საკავშირო ინსტიტუტს ეწოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხილბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო – კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1992 წლის 11 ნოემბრის #29 დადგენილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხილბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო - კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი იწოდება აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტად. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილებით “ სახელმწიფო სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ” ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის #306 დადგენილების შესაბამისად სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი რეორგანიზებული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის სახით.