საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მთავარი

პრაქტიკული ტრენინგი


გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და მისი წევრი იურიდიული კომპანია თორაძე და პარტნიორები გიწვევთ ერთდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე: 

„შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის“

ტრენინგზე განხილული იქნება შრომის უსაფრთხოების ზოგადი კანონმდებლობა, დამსაქმებლის ესენციალური ვალდებულებები, პროცედურული წესები. მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას სპეციალური წესების შესახებ სამშენებლო კომპანიებისთვის, შენობა ნაგებობებისთვის, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიებისთვის.

ტრენინგს გაუძღვებიან: იურიდიული ფირმა „თორაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი ბატონი დავით თორაძე და ამავე კომპანიის პრაქტიკოსი იურისტი სამშენებლო სამართლის მიმართულებით, ბატონი თემურ ბეგაშვილი.

თარიღი: 10 ოქტომბერი
დრო: 10:00 – 17:00 საათი
ადგილი: სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ტრენინგის საფასური:  გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის - 180 ლარი, სხვა შემთხვევაში 220 ლარი.

საფასური მოიცავს ყავისა და ლანჩის შესვენებას და ყველა საჭირო მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.

სრული პროგრამა და მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებს, გთხოვთ, 9 ოქტომბრამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: mariami.uglava@georgien.ahk.de