სამეცნიერო სექტორი

"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017"

23-09-2017

24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017”.

ფესტივალის მიზანია, ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. ასევე, მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა; მკვლევართა მოტივაციის გაზრდა; ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით.

ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას.

ფესტივალის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას.

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ვებგვერდზე და ასევე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.


სიახლეებში დაბრუნება