სამეცნიერო სექტორი

სტუ-ს ვირტუალური მოდელირების ცენტრი და ლაბორატორია

31-01-2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ვირტუალური მოდელირების ცენტრი და ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელია პროფ.  დავით სონღულაშვილი. ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს სწავლების ელექტრონულ მეთოდებს, სწავლებას და გამოცდას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.


ცენტრს რეგულარულად სტუმრობენ და მასთან წარმატებით თანამშრომლობენ ცნობილი უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები ევროპისა და ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებიდან.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ხშირი სტუმრები არიან ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ასევე, საქართველოს რეგიონებიდან. ვირტუალური მოდელირების ცენტრს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს 50-ზე მეტ სკოლასთან.

ცენტრის ლაბორატორიაში ხორციელდება ყველა ფიზიკური და ქიმიური მოვლენის კომპიუტერული მოდელირება, რაც აადვილებს ფიზიკური მოვლენების აღქმას და ხელს უწყობს ფიზიკის დარგის პოპულარიზაციას მოსწავლე ახალგაზრდებში.




  


სიახლეებში დაბრუნება