სამეცნიერო სექტორი

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019

01-10-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი

2019


23 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა „სამეცნიერო პიკნიკი„, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ფესტივალზე ერთ-ერთი ექსპონატი იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მართვის სისტემების დეპარტამენტის მიერ შექმნილი მოწყობილობები. სულ წარდგენილი იყო 16 პროექტი.

სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ დამთვალიერებლებს შორის ჭარბობდა მოსწავლე-ახალგაზრდობა და ბავშვები. მათში დიდი ინტერესი გამოიწვია 21 საუკუნის ერთ-ერთი, ყველაზე მეტად წარმატებული ინტელექტუალური ტექნოლოგიის-არდუინოს ბაზაზე შექმნილმა ინოვაციურმა პროექტებმა და დამუშავებებმა. 


სიახლეებში დაბრუნება