საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მთავარი

მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი 2019


„მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი 2019“

 „მეცნიერებისა და ინოვაციცების ფესტივალი 2019“ 16 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბერს დაიხურა ზუგდიდში რუხის ციხის ტერიტორიაზე. ფესტივალში სხვადასხვა უნივერსიტეტებთნ ერთად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კერძოდ კი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტები.

ფესტივალის ფარგლებში ჩვენ ქიმიკოსებმა შეიძლება ითქვას რომ შემოვიარეთ მთელი საქართველო კახეთი, იმერეთი, აჭარა და სამეგრელო.

ფესტივალისსამიზნეძირითადადბავშვებიიყვნენ, თუმცადიდებიცდიდიინტერესითადევნებდნენთვალყურსდაკარგადაცერთობოდნენ. ფესტივალი საინტერესო აღმოჩნდა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის.

ფესტივალზე ნაჩვენები იყო ქიმიური ექსპერიმენტები, რომელიც ლამაზი ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა და გამოიყენება სპეცეფექტების შექმნაში.

რამოდენიმე ექსპერიმენტი კი ჩატარდა ერთდროულად ვიზიტორებისა და პროფესიონალი ქიმიკოსების მონაწილეობით. იყო ექსპერიმენტები, რომლებმაც ვიზიტორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ისინი ითხოვდნენ ამ ექსპერიმენტების ხელახლა ჩატარებას.

30 სექტემბერი, ფესტივალის დახურვა ზუგდიდში რუხის ციხის ტერიტორიაზე, იყო დღე რომელიც უზარმაზარ სიხარულსა და სევდას აერთიანებდა თვისი შერჩეული ლოკაციით.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ კუთხეს მასპინძლობისა და გულითადი დახვედრისათის. განსაკუთრებით კი ზუგდიდის მერს ბატონ გეგა შნგელიას და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს ბატონ ალექსანდრე მოწერელიას ექსპერიმენტებში უშუალო მონაწილეობისათვის.

მადლობა ორგანიზატორებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს.