მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

01-03-2018 აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University - AKU) (თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.18
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 აპრილამდე.
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.05.18 

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების  შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ  აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და, ამავე დროს, უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე.

ერთნაირი  მონაცემების  არსებობის  შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2  სტუდენტის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში.  პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ საგანმანათლებლო კურსებს: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, კვების ტექნოლოგია, მასალათმცოდნეობა, გეოლოგია, საჯარო მმართველობა, მათემატიკა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ინჟინერია).

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.18
გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 25 აპრილამდე.
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.05.18 

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან  შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო (2018 წლის ივლისის ჩათვლით) და საშემოდგომო სემესტრების (2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი) განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით  განსაზღვრულია  5 ადმინისტრაციული და 2 აკადემიური პერსონალის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა ბიზნესის  ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, კვების ტექნოლოგია, მასალათმცოდნეობა, გეოლოგია, საჯარო მმართველობა, მათემატიკა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ინჟინერია).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11