27-10-2017
სან-ანტონიოს კათოლიკური უნივერსიტეტი (მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტი) (ესპანეთი) (
Catholic University of Saint Anthony (Catholic University of Murcia) – UCAM) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17
ინფორმაცია სან-ანტონიოს კათოლიკურ უნივერსიტეტში (მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტი)
საბაკალავრო ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ
აქ.
ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით
ბროშურა და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის 2 სტუდენტის მობილობა სან-ანტონიოს კათოლიკურ უნივერსიტეტში (მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტი) და ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, თანამედროვე ენები. ამასთან, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში ხელმისაწვდომია მხოლოდ
I და II წლის სასწავლო კურსები).
შერჩევის პროცედურა
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17
სან-ანტონიოს კათოლიკურ უნივერსიტეტში (მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტი) ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით
ბროშურა და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.
აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება სან-ანტონიოს კათოლიკურ უნივერსიტეტში (მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტი) ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრების განმავლობაში.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს 6 აკადემიური და 3 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა სან-ანტონიოს კათოლიკურ უნივერსიტეტში (მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტი) და პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, თანამედროვე ენები).
სიახლეებში დაბრუნება