მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების 35-ე კონგრესს საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების 35-ე კონგრესს საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს

18-09-2023


2024 წლის 30 სექტემბრიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლითსაქართველოში ჰეგელის საიუბილეო, 35-ე მსოფლიო კონგრესი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი უმასპინძლებს. 

კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ. ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს სხდომას 2022 წლის სექტემბერში, ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია) ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსიდავით გურგენიძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრია. 

ჰეგელის საერთაშორისო კონგრესი იმართება 2 წელიწადში ერთხელ და მისი ჩატარების უფლების მიღებას სჭირდება 4-8 წლამდე ვადა. 

2024 წელს საქართველოში ჩასატარებელი კონგრესის ძირითადი თემაა: სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში. პლენარულ სხდომებზე, როგორც წესი, მოწვეულები არიან ჰეგელის და საერთოდ კლასიკური გერმანული ფილოსოფიის გამოჩენილი წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კონგრესზე იმუშავებს 6 სექცია: 

1. რელიგიისა და სახელმწიფოს მიმართება ჰეგელთან
2. აღიარების პრინციპი, როგორც სახელმწიფოში სრული თავისუფლების განხორციელების საფუძველი
3. სუბიექტი როგორც ცნება ჰეგელის სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში
4. სამართლისა და სახელმწიფოს ადგილი ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში
5. ომი და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის პრინციპი ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში
6. ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფცია საქართველოში და გერმანიის გარეთ

ძირითად მომხსენებელთა შორის იქნებიან ისეთი ცნობილი სწავლულები, როგორებიც არიან: 

1. პროფ. ანდრეას არნდტი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი)

2. პროფ. შტეფან გოზეპატი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი)

3. პროფ. ქრისტოფ მენკე (ფრანკფურტის უნივერსიტეტი)

4. პროფ. რაინერ ფორსტი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი)

5. პროფ. თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტი)

6. პროფ. მარკუს გაბრიელი (ბონის უნივერსიტეტი)

7. პროფ. უორენ მონტაგი (ლოს-ანჯელესისუნივერსიტეტი)

8. პროფ. ნიკლაუს ლარგიერი (ბერკლის უნივერსიტეტი)

9. პროფ. აქსელ ჰონეტი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი)

10. პროფ. ვიოლეტა ვაიბელი (ვენის უნივერსიტეტი)

11. პროფ. კარენ ფელდმანი (ბერკლის უნივერსიტეტი)

12. პროფ. აგნიეშკა ნოგალი (ვარშავის უნივერსიტეტი)

13. პროფ. ფრანჩესკა იანელი (რომა ტრეს უნივერსიტეტი)

საქართველოს მხრიდან ძირითადი მომხსენებლი იქნება პროფესორი ლაშა ბრეგვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

გარდა ამისა, ტრადიციულად, კონგრესის მთავარ მომხსენებელთა შორის ერთი ადგილი განკუთვნილია ახალგაზრდა მეცნიერ-სწავლულთათვის, რომელსაც ჰეგელის საზოგადოების სამეცნიერო საბჭოწარდგენილი მოხსენების პროექტის საფუძველზე ირჩევს. ამჯერად, ეს პატივი ერგო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარს, დოქტორ მარიამ ხაზარაძეს. 

კონგრესის მონაწილეების რაოდენობა 250-450 მონაწილეს შორის მერყეობს. 450-ზე მეტი მონაწილის დაშვება კონგრესზე შეუძლებელია, რადგან კონგრესი  5-6 სამუშაო დღეს მოიცავს და შეუძლებელია ამაზე მეტი მომხსენებლის გამოსვლა. 

კონგრესი ფინანსდება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნეირო ფონდების მიერ. კონგრესის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებაა, თავის თავზე აიღოს ძირითადი მომხსენებლებისა და  ბორდის წევრების (30-35 ადამიანის) სრული დაფინანსება (მგზავრობის, სასტუმროს და დღიური ხარჯები). 

კონგრესის თემის შინაარსი: 

ერთი შეხედვით, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ თემა ეთიკურ-ზნეობრივ საკითხებს შეეხება, მაგრამ ჰეგელის ფილოსოფიის სპეკულატიური ბუნებიდან გამომდინარე, ეს თემა შეეხება ადამიანის არსის - თავისუფლების და მისი განხორციელების ადგილის, სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების რეცეფციას. ჰეგელის სოციალური და პოლიტიკურიფილოსოფიის მეთოდი მოითხოვს, რომ სახელმწიფოინსტიტუცია დაფუძნებული იყოს სუბიექტურობაზე დაგარანტირებული იყოს შესაბამის ინსტიტუციათაარსებობა იმდენად, რამდენადაც მან თავისუფალითვით-ცნობიერების განხორციელება შეიძლებაუზრუნველყოს.

სუბიექტის თვით-განხორციელების ამგვარი ფორმა, რომელიც საყოველთაოს და ცალკეულის ერთმანეთითგაშუალებას და, თავის მხრივ, სუბიექტის და ობიექტისგათიშულობის დაძლევას გულისხმობს, სიკეთის იდეააანუ აღსრულებული, განხორციელებული ცნება. სიკეთისიდეამ უნდა მოახდინოს ობიექტურ სინამდვილეშიგამოვლენილ ცალმხრივ განსაზღვრულობათა ნეგაცია - მოხსნას, შეინახოს და მაღალ საფეხურზეგააერთიანოს თავისუფლების ცნობიერებისფენომენოლოგიაში გამოვლენილი საფეხურებიმორალურობისა და აბსტრაქტულობის სახით, რომლებიც ზნეობრიობად მოდიფიცირდებიან. ზნეობრიობა კი განხორციელებული თავისუფლების, სიკეთის იდეაა. სიკეთის იდეა ნამდვილდებარეფლექტირებულ ნებაში და გარეგან სამყაროში. ასერომ, თავისუფლების სუბსტანცია წარმოდგებასინამდვილის და აუცილებლობის სახით გამოვლენილსუბიექტურ ნებად.

ობიექტური სულის, ანუ სამართლის სფეროს ადგილისისტემურად კიდევ ერთხელ რომ დავინახოთ ჰეგელისფილოსოფიაში, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათზნეობრიობის შესახებ. §142-ში ზნეობრიობის შესახებვკითხულობთ „ზნეობრიობა არის თავისუფლებისიდეა“. ზნეობრიობის მესამე თავი შემაჯამებელიასამართლის ფილოსოფიისათვის და პერმუტაციისპრინციპიდან გამომდინარე, არა მხოლოდ თავისთავში შეიცავს წინა განვლილ ორ საფეხურს,  როგორებიცაა აბსტრაქტული უფლება დამორალურობა, არამედ მათი სრულადგანხორციელებული სიდიდეების შემადგენელინაწილები და საფუძველია. სწორედ ამითგანსხვავდება ჰეგელის სპეკულატიური დიალექტიკასხვა დიალექტიკური სისტემებისგან, რომელთა წინასაფეხურებს ან არსობრივ წინააღმდეგობებს უბრალოდკი არ განაგდებს, როგორც განვლილ და გამოუსადეგარმოცემულობას, არამედ სწორედ მათი ერთიანობაქმნის ქმედების და აზროვნების პროდუქტიულობას, ე.ი. ნამდვილობას. სუბიექტური ლოგიკის ერთ-ერთიუმთავრესი ცნება სიკეთის იდეაა. ეს იდეა ჰეგელთანარ არის უბრალო, მორალურ-ფილოსოფიური სიდიდე, არამედ ის არის ცნების უმაღლესი განსაზღვრულობაროგორც ცალკეული სუბიექტისა, რომელიც თავისითავის წვდომის საგანია. მართალია, სუბიექტიობიექტურ გარემოში სხვად-ყოფნის მოდალობაშია, მაგრამ სწორედ თავის სხვად-ყოფნაში, რომელიციგივე თავისი თავია, სწორედ სუბიექტური სწრაფვისსაფუძველზე ახორციელებს იმ მიზნებს, რომელიც მასთვითკმარ პირად ქმნის და ამითი სხვების, ანუ თავისისხვად-ყოფნის თვითკმარობასაც ქმედითად ხდის. სუბიექტის მიერ თავისი მიზნის განხორციელება არისცნებაში მოცული განსაზღვრება, გარეგანინამდვილობისა როგორც მისი ობიექტურობისა. ეს არისსწორედ სიკეთის იდეა,  რა შემთხვევაშიცსუბიექტურობა და ობიექტურობა ფიქსირებულადდაპირისპირებული კი არ არის ერთმანეთისადმი, არამედ ერთმანეთს, ერთიანობას ქმნიან, რადგანადამიანს, ერთი მხრივ, ჭირდება ცნობიერად ყოფნა დაიმავდროულად, ჭირდება მოქმედად ყოფნა. ეს თავისგარემომცველ ობიექტურ სამყაროში სუბიექტურიმიზნების თანხვედრით შეიძლება. ეს არის სიკეთისიდეა, რომელიც განსაზღვრავს სამართლის, ან თავადჰეგელის მიხედვით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს, ნამდვილობას და სულიერებას. მაშასადამე, სამართლის ფილოსოფიაში სიკეთის იდეისთემატიზება აჩვენებს იმას, რომ სისტემურადსამართლის ფილოსოფია როგორც ჰეგელის სისტემისყველა სხვა წევრი, ერთი მხრივ, განსაზღვრულიაჰეგელის სპეკულატიური ონტო-ლოგიკით, მეორე მხრივკი, თითოეული სფერო თავად წარმოადგენს ლოგიკისშემადგენელ ნაწილს.  

სიკეთის იდეა სუბიექტურობის უმაღლესიგამოვლინებაა იმდენად, რამდენადაც იგიწარმოადგენს ცნებას, რომელიც თვით თავისი თავისსაგანია, თუმცა ეს ცნება თავად სუბიექტია, როგორცგანხორციელებული ცალკეული მხოლოდსაყოველთაოს საფუძველზე და იმავდროულად, როგორც საყოველთაოს თვითგანმახორციელებელი. მისი მიზანი არის, რომ თვით თავისი თავით ობიექტურსამყაროში საკუთარ თავს ობიექტურობა მისცეს დაამით ის, ანუ ობიექტურობა აღასრულოს. სწორედ ეს, ამგვარად ცნებაში არსებული, მისი თანასწორი დაგარეგნული ნამდვილობის თავის თავში მქონეგანსაზღვრება, როგორც ობიექტური ცალკეულისა, როგორც სამყაროში მყოფი განამდვილებულიადამიანისა, არის სიკეთე.

კონგრესის სექციებში მონაწილეობის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ 2-3 გვერდიანი აბსტრაქტი გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. აპლიკანტის მონაწილეობას კონგრესის სექციებში წყვეტს ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭო. საქართველოს მხრიდან, კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა,  აბსტრაქტები უნდა წარმოადგინონ  ქართულ ენაზეც, ჰეგელის კონგრესის სპეციალურ ვებ-გვერდზე (რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი). საქართვეელოს ტექნიკური უნივერსიტეტი კონგრესში მონაწილეობის ყველა მსურველს უსურვებს წარმატებას!

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11