მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ 30 სექტემბერს იწყებს მოსწავლეთა მიღებას

სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ 30 სექტემბერს იწყებს მოსწავლეთა მიღებას

18-09-2023

სწავლის თანამედროვე სისტემა მოსწავლეებს უბიძგებს სტიმულირებისა და შეფასებისაკენ, რომელსაც ის ელოდება და იღებს გარედან, სოციუმიდან. ახალგაზრდა ილტვის, მიიღოს ჯილდოები, წახალისებები გარედან და იგნორირება გაუკეთოს თავის შინაგან ხმას. შედეგად, მოსწავლე უძლურია  იცხოვროს შემოქმედებითად.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, სკოლის მოსწავლეს დავეხმაროთ, იპოვოს გზა ცოდნისკენ, შემოქმედებისკენ, სიმშვიდისკენ. ვასწავლოთ, როგორ ჩაწვდეს პრობლემის, იდეის არსს, რათა შემდგომ თავად მოძებნოს გზები და საშუალებები ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების  დასაძლევად.

ახალგაზრდებს ვასწავლით გუნდური მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ინოვაციური, კრეატიული, მეცნიერული,  ბიზნესაქტივობების წარმართვისა და მხარდასაჭერად.

ვიფიქროთ ერთად და ერთად მოვძებნოთ პრობლემების გადაჭრის გზები

აკადემიის მსმენელებს უტარდებათ ლექცია-სემინარები თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების, საინტერესო პროცესებისა და მოვლენების შესახებ. ახალგაზრდები ეცნობიან სამყაროს წარმოშობის მეცნიერულ და კრეატიულ მიდგომებს, ქართული დამწერლობის ისტორიასა და ქრონოლოგიას,  რუსთველის კოსმოლოგიასა თუ სხვა საინტერესო საკითხებს; ეძლევათ საკითხავები ქართული ლიტერატურის საგანძურიდან; ეცნობიან და ქმნიან სამეცნიერო პროექტებს.

მსა-ში ჩარიცხვა ხორციელდება გასაუბრების შედეგად

მიმდინარე სასწავლო წელს იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:

·       მათემატიკა

V-XI კლასელებისათვის: სასკოლო პროგრამა. სახალისო, სანიმუშო ამოცანები, მაგალითები; ჯერ კიდევ გადაუჭრელი მათემატიკური პრობლემები;  სპეცგაკვეთილები  უფროსკლასელთათვის; IQ-ტესტები. დახმარება სასკოლო დავალებების შესრულებისათვის.

რადგანაც საშინაო დავალებების, პროექტების შესრულება და წარმოდგენა ხორციელდება საოფისე პროგრამების გამოყენებით, მოსწავლეები შეისწავლიან (დახვეწენ) საოფისე პროგრამებში მუშაობას (Word, Excel, PowerPoint). მეცადინეობები ჩატარდება შაბათობით. დამატებითი, სპეცგაკვეთილები ურთიერთშეთანხმებით.

სწავლების ყოველთვიური საფასურია 40 ლარი

აბიტურიენტებისათვის მათემატიკაში  მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ. სწავლის საფასური უერთიერთშეთანხმებით.

·      პროგრამირება

- პროგრამირება C++. კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ალგორითმიზაციის შესწავლას C++-ის ბაზაზე,  დაპროგრამების ძირითადი ტექნოლოგიების გაცნობას Microsoft Visual Studio-ს გარემოში, სისტემის დაპროგრამების ვიზუალური საშუალების ათვისებას და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ჩვენი სწავლების მეთოდი ეყრდნობა პროგრამირების სწავლების საერთაშორისო გამოცდილებას და წამყვანი ქვეყნების მეცნიერულ კვლევებს.

- SCRATCH - ვიზუალური დაპროგრამება - უმცროსკლასელთათვის - ესაა სასწავლო, სათამაშო გარემო, სადაც ბავშვი სწავლობს გუნდურ მუშაობას, უვითარებს შემოქმედებით, სისტემურ, სპეციფიკურ აზროვნებას და უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისათვის და რაც მთავარია, ესაა უსაფრთხო გარემო.

SCRATCH სასწავლო კურსის სწავლის შედეგები არის შემდეგი:

·        მოსწავლეებს განუვითარდებათ ალგორითმული აზროვნება

·        მოსწავლეებს განუვითარდებათ ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება

·        მოსწავლეებს შეეძლებათ სხვადასხვა სირთულის თამაშების და კომპლექსური ამოცანების გადაწყვეტა

პროგრამირების  სწავლების საფასური განისაზღვრება მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრების და შეთანხმების შემდეგ.

მსა-ში სწავლის მსურველმა შეტყობინება შეუძლია  გამოგზავნოს  შემდეგ  მისამართზე: ertadmsa.gtu@gmail.com.; (გვარი, სახელი; კლასი; ტელეფონი; ელ. ფოსტის მისამართი; მათი არჩევანი)

 

მსა-ში სწავლის მსურველებთან შეხვედრა დაგეგმილია 30 სექტემბერს, 10:00  საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობ: 595 19 62 73

         558 14 89 49

ელ-ფოსტა:  ertadmsa.gtu@gmail.com

 

მისამართი: თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსტავას 77.  VIII სასწავლო კორპუსი, III სართული, ოთახი 313, ცენტრი „ერთად“.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11