მართვის ავტომატიზებული სისტემების (პროგრამული ინჟინერიის) დეპარტამენტი

ჩვენს შესახებ


კათედრის დაარსება და მისი გამგეები:
  • „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრა (დეპარტამენტი) დაარსდა 1971 წლის 20 მაისს, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ინიციატივით
  • 1971-1980: პროფ. გოჩა ჩოგოვაძე - კათედრის გამგე
  • 1981-2006: პროფ. გიორგი გოგიჩაიშვილი - კათედრის გამგე
  • 2007-2012: პროფ. გია სურგულაძე - მიმართულების ხელმძღვანელი
  • 2013-დღემდე: პროფ. გიორგი გოგიჩაიშვილი - დეპარტამენტის უფროსი
ისტორიული ფრაგმენტები:
  • 1974 წელს შედგა კათედრის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება
  • 1974-2012 წლებში სპეციალობა დაამთავრა 3000 სტუდენტმა/მაგისტრანტმა
  • 2001 წელს დაფუძნდა „გერმანია-საქართველოს ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი GeoGer”, 2010 წლამდე ხდებოდა გერმანულენოვანი ჯგუფების სპეციალისტების გამოშვება
  • დაცულია 7-მეცნიერებათა დოქტორის, 30-მეცნიერებათა კანდიდატის და 20-აკადემიური დოქტორის ხარისხის მისანიჭებელი დისერტაცია
  • გამოცემულია 100-ზე მეტი სასწავლო და სამეცნიერო წიგნი
  • 2006 წ. დაფუძნდა საერთაშორისო სამეცნიერო შრომების კრებული „მართვის ავტომატიზებული სისტემები“, რომელიც დღემდე გამოიცემა პერიოდულად
  • 2010 წელს შეიქმნა IT-კონსალტინგის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც ეხმარება დოქტორანტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებში
  • ჩატარებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო და რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
  • კათედრაზე სამეცნიერო სტაჟირება და მაგისტრატურა გაიარა გერმანიის, თურქეთის, ნეპალის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა
  • ჩვენი კურსდამთავრებულები ამჟამად მოღვაწეობენ ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში