მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

რექტორი

რექტორი

დავით გურგენიძე

აკადემიკოსი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მშენებლი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

 

დაიბადა 1963 წლის 16 ოქტომბერს თბილისში. 1981-1983 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, 1983-1987 წლებში – ­­­­საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდროტექნიკისა და სანტექ­ნი­­კის ფაკულტეტზე (მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია), 1999-2002 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე (მიენიჭა სამოქა­ლა­­ქო სამართლის მაგისტრის ხარისხი).

2006-იდან არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, 2019-იდან – საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, 2021-იდან არჩეულია საქართველოს იურიდიული აკადემიის ნამ­დვილ წევრად. 2023 წელიდან დავით გურგენიძე არის   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

დავით გურგენიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართვე­ლო­ში, ისე საზღვარგარეთ დადგმული სიმძლავრეების (ჰიდროენერგეტიკული, ჰიდ­რო­მელი­ორაციული ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების) საექსპლუ­ა­ტა­ციო ანალიზსა და მონიტორინგს, აგრეთვე სხვადასხვა ენერგეტიკული, სამო­ქა­ლა­ქო და სამრეწველო ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქციაში მონაწი­ლე­ობას.

1980 წ. მუშაობა დაიწყო ქ. მცხეთის სამრეწველო კომბინატში მუშად. 1980–1981 წწ. იყო საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს №9 ტრესტის ზეინ­კალი; 1983–1987 წწ. – ენგურჰესის მშენებლობაზე, სამშენებლო რაზმების მეთაური; 1985–1990 წწ. – სპი‐ის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, სპი‐ის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბი­ლი­სის საქალაქო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების გამგე; 1990–1993 წწ. – სამეცნიერო‐საწარმოო გაერთიანება „კომპლექსის“ გენერალური დირექ­ტორის მოადგილე (ქ. თბილისი); 1992–1994 წწ. – სს „ზოდიაქოს“ პრეზიდენტი (ქ. მოსკოვი); 1993–97 წწ. – Ltd DIVA-ს გამგეობის თავმჯდომარე (ქ. ვენა, ავსტრია); 1994–1996 წწ. – თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) მეცნიერი თანამშრომელი (სახელშეკ­რულებო თემა); 1997–1998 წწ. – სტუ‐ის წყალმო­მარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგის მოადგილე; 1997–2001 წწ. – სს „მერკური – 92-ის“ გენერალური დირექტორი (ქ. თბილისი); 1998–2001 წწ. – სტუ‐ის წარმოებისა და ბიზნესის ხელშემწყობი „TEMPUS TACIS“‐ის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი; 2001–2003 წწ. – სტუ‐ის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სა­ხელ­მწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდო­მარე; 2001–2004 წწ. – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოად­გილე, კურირებდა ჰიდროენერგეტიკული მშე­ნებ­ლობის მიმართულებას, სადაც მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვა­ნე­ლო­ბით მრავალი სამეცნიერო-საპროექტო და პრაქტიკული, ინოვაციური საქმიანობის რეალიზაცია მოხდა.

2002–2005 წწ. იყო სტუ‐ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის მეც­ნი­­ერი‐თანამშრომელი; 2005–2011 წწ. – საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩე­ვე­ლი; 2006–2007 წწ. – სტუ‐ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბო­ტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი; 2012–2013 წწ. – სტუ‐ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალ­მომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღ­ჭურ­ვის დეპარტა­მენტის მოწვეული სპეციალისტი; 2013-იდან – სტუ‐ის სასწავლო პროცესის მონიტო­რინგის დეპარტამენტის უფროსი; 2015–2017 წწ. – სტუ‐ის სამშენებლო ფაკულ­ტეტის დეკანის მოვალეობის შემსრუ­ლე­ბე­ლი; 2017–2018 წწ. – სტუ‐ის სადოქტორო საგანმა­ნათ­ლებლო პროგრამა „ჰიდრო­ინჟი­ნერიის“ ხელმძღვანელი; 2017–2020 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერ­სი­ტე­ტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი. დავით გურგენიძე კოორდინაციას უწევს და თავადაც აქტიურადაა ჩართული სამეც­ნიერო საქმიანო­ბაში, რომელიც ეხება ზოგადად მშენებლობის ინდუსტრიისა და კონკ­რეტულად ჰ/ტ ნაგებობების მნიშვნელოვან საკითხებს: სამშენებლო მასალების საფუძვლიან კვლე­ვებს; დაპროექტებისა და სამუშაოების წარმოების პროცესებს; კაშხლების, გვი­რა­ბების, წყალმიმღებ ნაგებობათა სეისმომედეგობის საკითხებს; საქართველოში მშენება­რე ჰიდროტექნიკური ნაგებობების საპროექტო და საექსპლუატაციო შეფასებებს.

2017-იდან არის საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვით­მმართველობის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბ­ჭოს წევრი; 2020-იდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი; 2021-იდან საქართველოს პრეზიდენტის N 01/10/01 განკარგულებით – საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრი; 2022 წლის 15 ივნისიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერ­სიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო საუნივერსიტეტო სადისერ­ტა­ციო საბჭოს თავმჯდომარე.

იგი 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 გამო­გონების, 7 მონოგრა­ფიის, 7 სახელმძღვანელოს, 5 დამხმარე სახელმძღვანელოსა და 1 ენციკლოპედიური ლექ­სი­კონის (Vტომი) ავტორია, კოორდინაციას უწევდა 3 საერთაშორისო საგრანტო პრო­ექტს. მისი ხელმძღ­ვა­ნელობით დაცულია 7 სადოქტორო დისერტაცია.

დავით გურგენიძის აქტიურ საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმია­ნობაზე მიუთითებს ისიც, რომ იგი არის აკადე­მიკოს ი. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდრო­ტე­ქნიკის ინსტიტუტის (სომხეთის რესპუბლიკა, 2019 წ.), ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსი­ტე­ტის (პოლონეთი, 2020 წ.), უკრაინის ნაციო­ნა­ლური საავიაციო უნივერსიტეტის (2021 წ.), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებ­ლო­ბის ნაციონალური უნივერსიტეტის (2021 წ.) საპა­ტიო დოქტორი.

2022-იდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენ­ტის N02/30 ბრძანებით არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზი­დი­უ­მის ასოცირებული წევრი. 2023-იდან რექტორთა მუდმივმოქ­მედმი კონფე­რენციის თავმჯდომარე. 2023-იდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზი­დი­უ­მის წევრი.

დავით გურგენიძე სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პი­რადი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის N1518 განკარ­გულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა პროფესორ დავით გურგენიძეს 2007 წლის 24 მაისს საქველმოქმედო საქმიანობისა და კაცთმოყვარეობი­სათვის „ოქროს ფრთა“    გადასცა. 2019 წ. მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება.

2022 წლის 16 თებერვალს დაჯილდოვდა ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით – „დამსახურება ლიეტუვისთვის“ რაინდის ჯვრით, 2023 წლის 5 მაისს კი – დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლითა და დიპლომით (იტალია).

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ელ.ფოსტა: gurgenidzedavid@gtu.ge

 

 

 

0322 77 11 11